ბანკი Euroclear გაყინული რუსული აქტივებიდან 3.4 მილიარდ დოლარს გადასცემს იმ დასავლელ ინვესტორებს, რომლებმაც რუსეთში, ომის დაწყების შემდეგ ფინანსური ზიანი განიცადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს

გამოცემის წყაროს ცნობით, გაყინული თანხები ბელგიურ ანგარიშსწორების ფირმაში ინახება მას შემდეგ, რაც კრემლმა, ბოლო თვეებში, რუსეთში ინვესტორების ნაწილის ნაღდი ფული მიითვისა.

წყაროების ინფორმაციით, თანხა, რომელიც ევროკავშირისგან დასანქცირებულ რუსულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ეკუთვნით, 10 მილიარდიანი მარაგიდან გადანაწილდება.