ჩინეთში, ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 15 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე CCTV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჩინეთის ქალაქ ჟანჯიაკუში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.