ჩინეთის კომერციის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო კონტაქტი ტარიფებზე მოლაპარაკების მიზნით და პეკინის „კარი ღიაა მოლაპარაკებებისთვის“, იტყობინება Reuters.

ამავდროულად, ჩინეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ შეერთებულმა შტატებმა აჩვენოს თავისი განზრახვების გულწრფელობა და გააუქმოს ცალმხრივი ტარიფები.

თავდაპირველად, ჩინეთმა უარყო მოლაპარაკებების სურვილი და განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას.

25 აპრილს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს ტარიფებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.