ჩინური კომპანია ByteDance, პოპულარული ვიდეო სერვისის TikTok-ის მფლობელი, მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში 160 მილიარდი იუანის (23 მილიარდი დოლარის) ინვესტირებას გეგმავს, – იუწყება Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წელს ამ სფეროში ინვესტიციების მოცულობამ 150 მილიარდი იუანი შეადგინა.
წყაროების ცნობით, ByteDance მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შესყიდვაზე 85 მილიარდი იუანის დახარჯვას გეგმავს.