ბრიუსელის ერთ-ერთ კომუნაში მუნიციპალური კომპანიის მეეზოვეებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ერთკვირიანი გაფიცვა გამოაცხადეს. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ The Brussels Times იუწყება.

მეეზოვეთა პროფკავშირი ჩივის, რომ ბოლო წლებში მათ უფრო მეტი ინციდენტი აწყდებათ სამუშაოს დროს, უარესდება სამუშაო პირობები და მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მათ ჩივილებს არ ამჩნევს.

ისინი გეგმავენ გაფიცვას 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით, მაგრამ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროტესტი გაგრძელდება „ხელისუფლების დადებითი რეაქციამდე“.