ბრიუსელის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა შეიარაღებულ მამაკაცს, რომელიც წინა ღამით შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციაში იმყოფება, თუმცა ზოგიერთი მედია მისი გარდაცვალების შესახებაც იუწყება. 45 წლის აბდესალემ ლ. ბრიუსელის გარეუბანში - შაერბეკში დააკავეს.
დილის ხუთ საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ მსროლელი არალეგალური ემიგრანტი იყო ტუნისიდან.
დაღუპულები შვედი ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ. საფრთხის მაღალი რისკის გამო ბელგიისა და შვედეთის მატჩი შეწყდა და გადაიდო.