საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფოტოგრაფსა და ჟურნალისტს მეთ დუთაილს მასპინძლობს – ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ტურის ფარგლებში, მეთ დუთაილი თბილისსა და მცხეთას ესტუმრა.
მოგზაური ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გაეცნო ქართულ კულტურას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, მუზეუმებს, გალერეებს, ქართულ მოდასა და კულინარიას. ტურის დასრულების შემდეგ ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და თბილისის შესახებ 6 გვერდიან სტატიას მოამზადებს, რომელიც სამოგზაურო ჟურნალში Travel + Luxury Magazine გამოქვეყნდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.