ბრიტანულმა ფოლადის მწარმოებელმა British Steel-მა შესაძლოა დახუროს ორი ქარხანა სკანტორპში მიმდინარე წლის ივნისში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს 2000-ზე მეტი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება, იუწყება Financial Times.

მთლიანობაში კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 4,5 ათასი ადამიანი. 

British Steel-მა, რომელიც ჩინური Jingye Group-ის საკუთრებაშია, ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, რაც მის ფოლადის ქარხნებს ფუნქციონირების გაგრძელების საშუალებას მისცემდა.

მთავრობის წინაშე შეიძლება დადგეს საკითხი, მოახდინოს თუ არა კომპანიის ნაციონალიზაცია, თუ ის ვერ იპოვის მყიდველებს თავისი აქტივებისთვის, წერს FT.

British Steel ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესია - კერძოდ, ის არის ბრიტანეთის რკინიგზისთვის ფოლადის მთავარი მიმწოდებელი.

interfax