კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროპის რამდენიმე აეროპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, გაერთიანებულ სამეფოში ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დანაშაულის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 40 წლამდე მამაკაცი კომპანია Collins Aerospace-ზე განხორციელებული კიბერინციდენტის გამოძიების ფარგლებში დასავლეთ სასექსში დააკავეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს დაკავება დადებითი ნაბიჯია, ამ ინციდენტის გამოძიება საწყის ეტაპზეა და კვლავ გრძელდება“, - განაცხადა დანაშაულის ეროვნული სააგენტოს კიბერდანაშაულის განყოფილების ხელმძღვანელმა, პოლ ფოსტერმა.

შეგახსენებთ, კომპანია Collins Aerospace-ზე, რომელიც ავიაკომპანიებისთვის რეგისტრაციის ტექნოლოგიას უზრუნველყოფს, კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც ევროპის რამდენიმე აეროპორტში, მათ შორის ჰითროუს, ბრიუსელისა და ბერლინის აეროპორტებში შეფერხებები გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი