ნავთობის ფასები პარასკევს შუადღისას ზომიერად ეცემა და უკან იხევს დღეს მიღწეული ექვსთვიანი მაქსიმუმიდან :
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ტიპის ნავთობის აპრილის ფიუჩერსების ფასი 0.29 დოლარით (0.4%-ით) გაიაფდა და ბარელზე 71.37 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის აპრილის ფიუჩერსები 0.31 დოლარით, ბარელზე 66.11 დოლარამდე დაეცა.