სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოში შემწეობას ჯამში 710 226 ადამიანი იღებდა. 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით 1 309 303-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს.

მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი კი 1.64 მილიარდ ლარს შეადგენს

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, გადამოწმების მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.