სამშაბათს ნავთობის ფასები მცირედით დაეცა, რადგან ბაზარი ირანის ირგვლივ მოვლენების განვითარებას ელოდება.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის აპრილის ფიუჩერსები 0.25 აშშ დოლარით (0.35%) დაეცა ბარელზე 71.24 აშშ დოლარამდე. NYMEX ბირჟაზე WTI-ის აპრილის ფიუჩერსები 0.26 აშშ დოლარით (0.39%) დაეცა ბარელზე 66.05 აშშ დოლარამდე.