ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა, პაულუ გონე ბრანკომ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუსა და 33 სხვა პირს ბრალი წაუყენა.

გენერალური პროკურორის ბრალდებებს ახლა ბრაზილიის უზენაესი სასამართლო განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში ბოლსონარუს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ და იგი სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ბრალდებების თანახმად, ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას მოწამვლას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეს მკვლელობას გეგმავდა.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ipn.ge