28 მაისს ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია. აღნიშნული კანონპროექტი უცხოეთიდან თანხის მიმღები არაკომერციული ჯგუფებისთვის, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა. საერთაშორისო მედია წერს, რომ კანონპროექტი ერთ-ერთია იმ პრორუსული პოლიტიკური ნაბიჯებიდან, რომელსაც პრორუსი ბოსნიელი სერბების ლიდერი მილორად დოდიკი დგამს.

თავდაპირველად კანონპროექტი ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონი ამოიღო საპარლამენტო პროცედურებიდან და წყვეტს განხილვას.