2019-დან 2023 წლამდე თურქეთის 30 ქალაქში ბინის ქირის ფასები საშუალოდ 697%-ით გაიზარდა. ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ანტალიაში (1109%), მერსინში (963%) და მუღლაში (935%). სტამბოლში ქირის საშუალო ღირებულება 713%-ით გაიზარდა, განაცხადა სტამბოლის მერიის გენერალური მდივნის თანაშემწემ.
აღსანიშნავია, რომ მინიმალური ხელფასი 2019 წლიდან 2023 წლამდე 4-ჯერ 2020 ლირადან 8500 ლირამდე გაიზარდა. თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ თურქეთში ინფლაციამ გასული წლის ბოლოს 85%-ს მიაღწია, თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის ოფიციალური მონაცემების თანახმად, კი პროდუქტებზე ფასები ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა.
ქირის ფასის ზრდაში გასათვალისწინებელია რუსი მიგრანტების ფაქტორიც, რომელთა რაოდენობაც განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც უკრაინასთან წარმოებული ომის გამო რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.