Boeing-ის შვილობილი კომპანია, Боинг БЛР, ბელარუსში ლიკვიდირებულია. შესაბამისი ჩანაწერი ჟურნალში Юстиция Беларуси-ში გამოქვეყნდა.

გამოცემა იუწყება, რომ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება Боинг БЛР-ის მფლობელებმა, ჰოლანდიაში დარეგისტრირებულმა Boeing Europe-მა და Boeing Netherlands-მა მიიღეს.

Боинг БЛР ბელარუსში 2020 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივ რეგულატორებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციაზე იყო პასუხისმგებელი.

კონტრაგენტის გადამოწმების სამსახურის Kartoteka.by-ს მონაცემებით, Боинг БЛР ბელარუსის საგადასახადო ორგანოებში ლიკვიდაციის პროცესშია მიმდინარე წლის 1 მარტიდან.

2022 წლის იანვარში Боинг БЛР-ი იმ კომპანიების სიაში მოხვდა, რომელთა აქციები ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტრსანქციების ფარგლებში, დაიბლოკა, უცხოელ ინვესტორებს კი საკუთარი ბიზნესის გაყიდვა ან აქტივების გატანა აეკრძალათ.