მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიტკოინის ფასი 120 000 დოლარს მიაღწევს, ინფორმაციას coindesk ავრცელებს.

ბრიტანული ბანკის პროგნოზის გათვალისწინებით, კრიპტოაქტივის საერთო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2.5 ტრილიონი დოლარი გახდება.

გარდა ამისა, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2026 წლისთვის ბიტკოინის ფასი 250 000 დოლარი გახდება და კაპიტალიზაცია $4.5 ტრილიონს მიაღწევს.