აშშ ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის დროს ნაკლებად არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევით, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე განაცხადა.

ილონ მასკის თქმით, ამერიკამ უნდა იფიქროს თავის საქმეზე, იმის ნაცვლად, რომ ყველგან რეჟიმის ცვლილებას მიაღწიოს.

მასკის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ უნდა გააუქმოს მთელი რიგი სააგენტოები, რადგან როდესაც არ ხდება ბალახის ფესვების ამოღება, ბალახი ისევ იზრდება.

„ბევრი ყურადღება იყო USAID-ის ირგვლივ. როდესაც ვნახეთ ბევრი პროგრამა, ვთქვით, რატომ არსებობს საერთოდ? არის მათი საჭიროება? არის ასევე „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“. ვკითხულობ, რამდენად მიაღწიეს მათ დემოკრატიას ბოლო დროს? არ ვიცი. დიდად არა. მათ ვებგვერდზე არის რეიგანისა და გორბაჩოვის ფოტოსურათი. ეს ადრე იყო, 80-იან წლებში. მე არ ვარ დემოკრატიის მოწინააღმდეგე. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა, მაგრამ რატომ არის საჭირო ამისთვის გადასახადების გადამხდელთა ფული? არ ვფიქრობ, რომ საჭიროა“, – განაცხადა ილონ მასკმა.

ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში ახლა არის ბიუროკრატიის და არა ხალხის – დემოკრატიის დომინირება, რის გამოც საჭიროა სააგენტოების გაუქმება.

1tv.ge