ბელგიის დედაქალაქი ბელგიური აღარ არის, – ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მასკი სოციალურ ქსელ „იქსზე“ ამერიკელი ბლოგერის, მარიო ნაუფალას პოსტს გამოეხმაურა.
მარიო ნაუფალამ სტატისტიკა მოიყვანა, რომლის მიხედვითაც ბრიუსელში მცხოვრები ბავშვების დაახლოებით სამი მეოთხედი არაევროპული წარმოშობისაა.
„ბელგიის დედაქალაქი აღარ არის ბელგიური“, – დაწერა ილონ მასკმა.