ბელგიაში, 2 მაისიდან, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ეტიკეტირების ახალი სისტემა  ამოქმედდება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა სარეცხი მანქანები, მტვერსასრუტები და გაზონის სათიბები, ახლა 1-დან 10-მდე შეფასება ექნება - რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო ადვილია მოწყობილობის შეკეთება.

შეფასება რამდენიმე კრიტერიუმს დაეფუძნება: არსებობს თუ არა შეკეთების ინსტრუქციები, რამდენად მარტივია მოწყობილობის დაშლა, რამდენად სწრაფად შეიძლება სათადარიგო ნაწილების პოვნა და რა ღირს ისინი.