ბელგიაში, პირველი აპრილიდან, მინიმალური თვიური ხელფასი €2,029.88-მდე გაიზრდება. აღნიშნულ ინფორმაციას euronews business-ი ავრცელებს.

Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით, მინიმალური თვიური ხელფასი €2,000-ს ბელგიის ჩათვლით, ახლა უკვე ხუთ ქვეყანაში გადააჭარბებს.

პირველ ეტაპზე, მინიმალური თვიური ხელფასი ქვეყანაში 35.70 ევროთი გაიზრდება. პროფკავშირების განცხადებით, მინიმალური ხელფასის მატება დაბალი შემოსავლის მქონე 80 ათასამდე პირს შეეხება.

გარდა ამისა, 1 აპრილიდან ბელგიაში იზრდება საგადასახადო დასაქმების ბონუსიც. შედეგად, დასაქმებულები, პოტენციურად, ხელზე თვეში დაახლოებით 50 ევროთი მეტს აიღებენ. 

Eurostat-ის მონაცემებით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ბელგიაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი დაახლოებით 400 ევროთი გაიზარდა. '

ევროკავშირის 22 სახელმწიფო ყველაზე მაღალი თვიური მინიმალური ხელფასით: