ბატარეების მწარმოებელი კომპანია Duracell რუსეთს ტოვებს, ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Finance.ua წერს.
გადაწყვეტილება მენეჯმენტმა და აქციონერებმა ბელგიაში არსებული ქარხნიდან ბატარეებისა და აკუმულატორების მიწოდების შეწყვეტის გამო მიიღეს.
Дюраселл Раша-ს წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის ბაზრიდან გასვლა ყველა კანონისა და რეგულაციის შესაბამისად განხორციელდება. აღნიშნულია, რომ Duracell-ის აქციონერები კომპანიის რუსული შვილობილი კომპანიის ლიკვიდაციის შემდეგ, პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვას არ აპირებენ.
წერილში აღნიშნულია, რომ ყველა შეკვეთა შესრულდება, ხოლო რუსეთში საწყობებში დარჩენილი პროდუქცია გაიყიდება. ამის შემდეგ კომპანია ყველა კომერციულ ხელშეკრულებას შეწყვეტს.
მთლიანობაში, 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია 1000-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, მათ შორის - Microsoft-მა, Netflix-მა, McDonald's-მა, Johnson & Johnson-მა და სხვებმა.