ბარსელონაში, ნებისმიერი, ვინც ელექტრო სკუტერით მოძრაობს ტროტუარზე და/ან ჩაფხუტის გარეშეა, 1 თებერვლიდან 500 ევრომდე დაჯარიმდება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ახალი წესების მიხედვით, ასევე აიკრძალება ელექტრო სკუტერის საათში 25 კილომეტრზე მეტი სიჩქარით ტარება.

ბარსელონას მცხოვრებლები ყოველდღიურად 44 ათასამდე მოგზაურობას ახორციელებენ ამ ტიპის ტრანსპორტით. ახალი წესების დახმარებით, ქალაქის ადმინისტრაციას სურს დაიცვას ფეხით მოსიარულეები ელექტრო სკუტერებისგან, ხოლო ელექტრო სკუტერის მძღოლები თავის ტვინის ტრავმებისგან.