იანვარ-მაისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მოცულობამ 12,434 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი 5 თვის მაჩვენებელზე 5,5%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ ქვეყნის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტში განუცხადეს.

ზოგადად აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით იანვარ-მაისში გადაზიდული მთლიანი მოცულობიდან ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის 76,5% გადაიზიდა.

თავის მხრივ, ბთჯ-ით გადაზიდული მთლიანი ნავთობის 84,3%, ანუ 10,486 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობია, რაც წლიური თვალსაზრისით 7,3%-იანი ზრდაა.

იანვარ-მაისში ბთჯ-ით ტრანსპორტირებულ მთლიან მოცულობაში ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ტრანზიტული ნავთობის წილმა 15,7%, ანუ 1,948 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი 5 თვის მაჩვენებელზე 3,1%-ით ნაკლებია.

იმავე 2022 წელს ბთჯ-ის მილსადენით გადაქაჩული ნავთობის მთლიანმა მოცულობამ 29,749 მლნ ტონა შეადგენია, რაც 12,6%-იანი წლიური ზრდაა. აქედან 5,104 მლნ ტონა სატრანზიტო ნავთობი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 41,8%-ით მეტია.

ამჟამად ბთჯ-ის მილსასდენით აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოების ბლოკის ნავთობი, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან კონდენსატი გადაიქაჩება. მილსადენი, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ისა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების ნავთობს ემსახურება.

მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონ ტონა ნავთობს აღემატება.

BTC Co-ს აქციონერები არიან: BP (30,1%), SOCAR (25%), MOL (8,9%), Equinor (8,71%), TPAO (6,53%), ENI (5%), Itochu (3,4%), ExxonMobil (2,5%), INPEX (2.5%), TotalEnergies (5%) და ONGCVidesh (2.36%).

Bpn.ge