იანვარ-აგვისტოში სამხრეთკავკასიური, ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მთლიანი გაზის ტრანსპორტირებამ აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით გადაქაჩული მოცულობის 56,2% შეადგინა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში წერია, რასაც Report ავრცელებს.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ამ მილსადენით 14, 875.8 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც 2023 წლის რვა თვის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია.

მთლიანობაში, იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით გაზის ტრანსპორტირებამ 26, 476.3 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც გასული წლის 8 თვის მაჩვენებელს 2,3%-ით ჩამორჩება.

ბიზნესპრესნიუსი