Volkswagen, რომელიც Audi-ს ფლობს, 2 აპრილის შემდეგ აშშ-ის პორტებში შესული ამ მარკის მანქანები შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპმა 25%-იანი გადასახადის შესახებ გამოაცხადა, აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე.
Volkswagen-ს დაახლოებით 37 000 მანქანა აქვს, რაც საკმარისია, დაახლოებით, ორი თვის გაყიდვისთვის.
Audi-ს ტრამპის ტარიფები პირდაპირ ეხება, რადგან ამერიკაში მისი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, Q5, მექსიკაში იწარმოება, ხოლო დანარჩენი მოდელები ევროპიდან მიემართება აშშ-ის ბაზარზე.
ბრენდმა დილერებს გამაფრთხილებელი შეტყობინება უკვე გაუგზავნა, რომ ავტომობილების მიწოდება 2 აპრილის შემდეგ შეჩერებულია.
ევროპელი ავტომწარმოებლები დღეს ხვდებიან ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ტარიფებს.
reuters