„შეერთებული შტატები აგრძელებს რაც შეუძლია ყველაფრის გაკეთებას, რათა გააძლიეროს უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში მიმდინარე G7-ის სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ CNN წერს.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ახალი პაკეტი 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიასა და სატრანსპორტო საშუალებებს.