აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას უკავშირებს კიევის მიერ რუსეთისთვის დონბასის დათმობას. ამის შესახებ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ რვა წყაროზე დაყრდნობით წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

წყაროთა თანახმად, თუ უკრაინა დასთანხმდება ამ რეგიონში მის მიერ კონტროლირებული რაიონებიდან ჯარების გაყვანას, ვაშინგტონმა შესაძლოა, გაზარდოს მშვიდობიან პერიოდში უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდება.

ამასთან, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, გაურკვეველია, აიღებს თუ არა აშშ რაიმე ფორმალურ ვალდებულებას. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს უთხრა, რომ აშშ ყოველ ჯერზე ჩერდება, როცა საქმე ეხება უსაფრთხოების გარანტიების ხელმოწერას.

ვრცლად: www.radiotavisupleba.ge