ფლორიდის შტატში ქარიშხალმა „ჰელენმა“ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, იტყობინება პარასკევს CNN.

ამრიგად, ფლორიდის შტატში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი, ჯორჯიის შტატში – 500 ათასზე მეტი, სამხრეთ კაროლინაში – დაახლოებით 110 ათასი, ჩრდილოეთ კაროლინაში – დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. Saffir-Simpson-ის 5 ბალიანი სკალით, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა მიაღწია ბიგ-ბენდის რეგიონს ჩრდილოეთ ფლორიდაში ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 23:10 საათზე. ქარის სიჩქარე 225 კმ/სთ-ს აღწევდა. შემდეგ ქარიშხალი ჯორჯიის შტატისკენ დაიძრა.

ქარიშხლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა: ერთი ფლორიდაში და ორი ჯორჯიაში. ქარიშხალმა რეგიონში ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია. ფლორიდაში დაახლოებით 40 სმ ნალექი მოვიდა, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში 33 სმ-ზე მეტი.

ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალი ამჟამად შესუსტდა პირველ კატეგორიამდე. ქარის სიჩქარე 145 კმ/სთ-ს აღწევს. ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჯორჯიისკენ მოძრაობს 42 კმ/სთ სიჩქარით. შაბათს „ჰელენმა“ შესაძლოა  ტენესის შტატს მიაღწიოს.

ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინას, სამხრეთ კაროლინას, ალაბამასა და ვირჯინიის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

interfax