YouTube 13 წლამდე ასაკის მომხმარებლების რეგისტრაციას კრძალავს, თუმცა ეს ხელს არ უშლის მშობლებს, რომ არხები საკუთარი შვილების სახელით გააკეთონ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიდეოები, რომელშიც ბავშვები თავიანთ სათამაშოებს აჩვენებენ და ახალგაზრდა მაყურებლებს ხელების დაბანას ასწავლიან, მილიონობით ნახვას აგროვებს და მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.

ყველაფერი დაიწყო ერთ-ერთი ვიდეოთი, რომელშიც 3 წლის ბავშვი დედასთან ერთად მაღაზიაში სათამაშოს არჩევს, სახლში მისული კი ახალი სათამაშოთი თამაშობს. ამაში თითქოს უჩვეულო არაფერია, თუმცა ასეთმა ვიდეოებმა ბავშვის მშობლები მილიონერებად აქცია. 

ბავშვის მშობელმა ეს ვიდეო ახალ არხზე Ryan ToysReview-ზე ატვირთა, რომელსაც დღეს Ryan's World ჰქვია. 8 წოლის შემდეგ არხზე სათამაშოების ანბოქსინგის უამრავი ვიდეო დევს და მას 35 მილიონი გამომწერი ჰყავს. ბიჭი, სახელად რაიანი აშშ-ში ბავშვთა გართობის მიმართულებაში 18 წლამდე ასაკის ერთ-ერთი გავლენიანი ინფლუენსერია, რომელიც ამ საქმით მილიონებს აგროვებს.

YouTube-ზე ამჟამად ლიდერობენ რაიანი, რომელიც ახლა 11 წლისაა და ცხრა წლის გოგონა ცნობილი, როგორც Like Nasty, 106 მილიონი გამომწერით. Forbes-ის თანახმად, ამ ბავშვებმა 2021 წელს 27 მილიონი და 28 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

Pew Research Center-ის 2020 წლის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი მშობლების 81%, რომლებსაც 3-იდან 4 წლამდე ასაკის შვილები ჰყავთ, ბავშვებს ნებას რთავენ უყურონ YouTube-ს.

2015 წელს ამოქმედდა YouTube Kids, რომელიც ყველა ასაკის ბავშვს საშუალებას აძლევს გამოიყენონ საიტი მშობლების კონტროლის ქვეშ.