აშშ ბელორუსული კომპანია „ლაკოკრასკას“ და კონცერნ „ბელესბუმპრომის“ წინააღმდეგ სანქციებს მოხსნის. ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა მინსკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, იუწყება „ბელტა“. მან ასევე დასძინა, რომ ბელარუსი კეთილი ნების ჟესტად 25 ადამიანს გაათავისუფლებს.
ამერიკელი მომლაპარაკებლის თქმით, მინსკში შეხვედრის დროს მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და მოლაპარაკებები გაგრძელდება.