აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, უცხოელებს, რომლებიც აშშ-ში საცხოვრებლად ვიზის მიღებას შეცდებიან, შესაძლოა, უარი გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობების გამო უთხრან, მათ შორისა, დიაბეტი ან სიმსუქნე.
საიმიგრაციო ოფიცრებს ევალებათ, განცხადების წარმდგენებს აშშ-ში შესვლის უფლება ახალი მიზეზების გამო არ მიანიჭონ, მათ შორის, ასაკის ან იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია სოციალურ დახმარებაზე მათი დამოკიდებულების ალბათობა.
ინსტრუქციის მიხედვით, ასეთი ადამიანები შესაძლოა, „საზოგადოებისთვის ტვირთად“ იქცეს, რამაც ჯანმრთელობის ან ასაკის მხრივ მათი პრობლემების გამო შესაძლოა, აშშ-ს რესურსების ხარჯვა გამოიწვიოს.