„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია და მას რამდენიმე ორგანიზაცია დაამატა, მათ შორის მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და ავიაკომპანია Belavia“, - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის დოკუმენტში.
აშშ-ის სააგენტოს სანქციების სიას დაემატა ბელარუსის „კგბ“-ს ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელობის წევრები, ავიაკომპანია Belavia, Belarusian Metallurgical Plant, მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა, ასევე ამერიკული კომპანია BEL-KAP-STEEL, რომელიც ბელარუსის მეტალურგიულ ქარხანასთან ასოცირდება.
გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვდა ერთი თვითმფრინავი, რომელსაც Belavia იყენებს. სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი გამოიყენება „მთავრობის (პრეზიდენტის) მაღალი რანგის წარმომადგენლების ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასევე მათი ოჯახის წევრების საჭიროებისთვის“.