ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ნება დართო ფინეთისთვის „დევიდ სლინგის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters უწყება.

მანამდე ფინეთმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების შემდეგ სურდა საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა, თუმცა ამისთვის აშშ-ის თანხმობა სჭირდებოდათ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი „დევიდ სლინგის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას სხვა ქვეყანას მიჰყიდის.

შეთანხმების ღირებულება დაახლოებით 345 მილიონი დოლარია.