6 თებერვალს, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ავტოკრატი მმართველის, ნიკოლას მადუროს ჩამოართვა თვითმფრინავი, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში მდებარეობდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიო დაესწრო მომენტს, როცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კონფისკაციის ორდერი თვითმფრინავზე განათავსეს ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც მისი ლათინური ამერიკის ხუთქვეყნიანი ტურის ბოლო გაჩერება იყო.

თვითმფირნავის ჩამოსართმევად საჭირო იყო აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანხმობა, რომელმაც განაცხადა, რომ თვითმფრინავი გამოიყენებოდა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიის მიერ, რომელიც სანქცირებულია.

თვითმფრინავის ჩამორთმევა მოხდა ერთი კვირის შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური დავალებების წარმომადგენელი, რიჩარდ გრენელი, ეწვია კარაკასს და მადუროსთან შეხვედრა გამართა ვენესუელელი მოქალაქეების რეპატრიაციის საკითხზე, რომლებიც უკანონოდ შევიდნენ შეერთებულ შტატებში. გრენელი ვენესუელიდან ექვს ამერიკელთან ერთად დაბრუნდა, რომლებიც იქ დაკავებულნი იყვნენ.

აშშ-მ მადუროს კიდევ ერთი თვითმფრინავი დომინიკის რესპუბლიკაში 2024 წლის სექტემბერში ჩამოართვა.

წყარო: ტაბულა