„The Wall Street Journal“-ის წყაროების ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ევროპას რუსეთის გლობალურ ეკონომიკაში რეინტეგრაციის გეგმა წარუდგინა.

გამოცემის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ პარტნიორებს არაერთი დოკუმენტი გაუგზავნა. ეს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის დანართებია. ისინი კონფლიქტის მოგვარების შემდეგ რუსეთის გლობალურ ეკონომიკაში დაბრუნებას და დასავლეთ ევროპის ენერგომომარაგების აღდგენას ეხება.

WSJ-ის წყაროების ცნობით, ერთ-ერთ დოკუმენტში აღწერილია დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინაში პროექტებისთვის. იდეებს შორისაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიერ მომუშავე დიდი მონაცემთა ცენტრის შექმნა.