ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს ტურისტულ ვიზაზე ყველაზე მეტი უარყოფითი გადაწყვეტილება ლაოსის მოქალაქეების, ყველაზე ნაკლები კი არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეების მიმართ მიიღო.

კერძოდ, Travel.state.gov-ის მონაცემებით, ლაოსის იმ მოქალაქეების 82.84%-ს, რომელსაც აშშ-ს ტურისტული ვიზა სურდა, უარი ეთქვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების შემთხვევაში კი უარყოფითი გადაწყვეტილების რაოდენობა 1.46%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, ამერიკის ტურისტულ ვიზაზე ყველაზე მეტი უარი სომხეთის მოქალაქეებს, ყველაზე ნაკლები კი თურქეთის მოქალაქეებს აქვთ. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კი ტურისტულ ვიზაზე უარი 41.44%-ს ეთქვა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წელს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში ამერიკის ტურისტულ ვიზაზე „უარის“ მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

თურქეთი - 19.78%;

აზერბაიჯანი - 21.46%;

რუსეთი - 38.56%;

საქართველო - 41.44%;

სომხეთი - 59.46%.

ბიზნესპრესნიუსი