ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის სანაპირო დაცვაც
მანამდე BBC წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტიტანიკის მახლობლად აღმოჩენილი ნამსხვრევები წყალქვეშა ნავის უკანა საფარსა და ქვედა კარკასს მოიცავს.
კომპანია OceanGate-ის ბატისკაფმა „ტიტანი“, რომელზეც „ტიტანიკის„ ჩაძირვის ადგილას 8-საათიან ექსპედიციაში წასვლა 250 ათას დოლარად შეიძლებოდა, კავშირზე გამოსვლა 18 ივნისს შეწყვიტა.
ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა: ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მეწარმე შაჰზად დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი, OceanGate-ის დამფუძნებელი სტოქტონ რაში და ნავის ოპერატორი პოლ-ანრი ნარჟეოლე.