აშშ-ის მთავრობის მცდელობები მრავალფეროვნების ინიციატივების (DEI პროგრამები) აღმოსაფხვრელად უარყოფითად იქნა მიღებული ევროპაში.

გასულ კვირას ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მსხვილმა კომპანიებმა მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) უკან დახევის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს აშშ-ის ფარგლებს გარეთ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ფაქტობრივად მოითხოვა, რომ ფრანგულმა კომპანიებმა, რომლებიც საქმიანობენ შეერთებულ შტატებთან, უარი თქვან DEI ინიციატივებზე, მაგრამ საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ლორან სენტ-მარტენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კომპრომისზე არ წავა. 

მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლება ამერიკელ კოლეგებს წერილთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოსთხოვს.

ვრცლად euronews – ზე