აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გასცა ლიცენზია, რომელიც დროებთ წყვეტს კონკრეტულ სანქციებს, რათა რუსეთმა შეძლოს გარკვეული თანხების გადახდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ალასკაზე ვიზიტისთვის. ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს.
ლიცენზია, რომელიც 20 აგვისტომდე იქნება ძალაში, სამიტიდან ხუთი დღის შემდეგ რუსეთის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ფული დახარჯოს, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და სხვა სუბიექტებს, მიიღონ სამიტთან დაკავშირებული გადასახადები, რომლებიც სხვაგვარად აშშ-ის სანქციებით აკრძალულია.
ლიცენზია რუსეთს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს გადასახადები, რომლებიც ჩვეულებრივ აუცილებელია ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა სახაზინო დეპარტამენტის 13 აგვისტოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი ტრანზაქციები იქნება ნებადართული.