არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ვითარება სწრაფად უარესდება.

„ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათ მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. „ქართული კოშმარის“ პარტიამ თავის ყველა ვალდებულებაზე უარი თქვა, ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროებენ ჟურნალისტებს და ძალადობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რეჟიმი აბუჩად იგდებს დემოკრატიას. პრინციპების უკან იმალებიან მაშინ, როდესაც მათ ყველა ქმედებით თელავენ. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის აღებული. იმდენად აბსურდულია, რომ სასაცილოა, თუმცა საგანგაშო თავისი მიზნით. ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველებად წარმოაჩენენ, მაშინ როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ მიზანში. არაფერს თუ არ მოვიმოქმედებთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია და რეპრესიებით საზრდოობს. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველ ხალხს არ აქვს ფუფუნება, დარჩეს საკუთარი ევროპული გზის მოძულეთა ტყვეობაში“, – განაცხადა კოლსმა.

1tv.ge