ანკარაში, შსს-ს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს. ქურთი მებრძოლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა „უკვდავთა ბრიგადასთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა განახორციელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა გეგმის მიხედვით წარიმართა, თუმცა თურქეთის ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას მალავს.

„თავდასხმა განზრახ განხორციელდა პარლამენტის სხდომის დაწყებამდე, რაც კონკრეტული უწყებებისთვის შეტყობინების გაგზავნას ისახავდა მიზნად, სხვა შემთხვევაში შედეგი განსხვავებული იქნებოდა“, ნათქვამია განცხადებაში.