ანკარაში კაიაშის რაიონში მდებარე მანქანათმშენებლობისა და ქიმიური მრეწველობის კაფსულების ქარხანაში აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მძიმედ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს.