Tesla-ს დამფუძნებლის, ბიზნესმენ ილონ მასკის ქონებამ 2027 წლისთვის შესაძლოა ტრილიონ დოლარს მიაღწიოს – გამოთვალეს ექსპერტებმა, რომლებიც აანალიზებენ შემოსავლებს.

Informa Connect Academy ჯგუფმა თავისი გამოთვლები დააფუძნა იმ ფაქტზე, რომ მასკის ქონება საშუალოდ 110%-ით იზრდება.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მასკი უკვე არის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი 251 მილიარდი დოლარით.

როგორც Informa Connect Academy-ის ანალიზიდან ირკვევა, ბიზნეს კონგლომერატის დამფუძნებელი გაუტამ ადანი (ინდოეთი) გახდება მსოფლიოში მეორე ტრილიონერი. ეს 2028 წელს უნდა მოხდეს. მისი ქონება წელიწადში საშუალოდ 123%-ით იზრდება.

ინტერფაქსი