დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეიმს დევიდ ვენსი ერთმანეთისგან განსხვავებულ ამერიკაში გაიზარდნენ. იმ ქვეყანაში, სადაც ტრამპი აღიზარდა, მამები ჯერ კიდევ მცირეწლოვან შვილებს უძრავ ქონებას უტოვებდნენ. ვენსის ამერიკაში კი მამები ოჯახებს ტოვებენ.
დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვენსი "ამერიკული ოცნების" ცოცხალი განსახიერებაა. ის ღარიბი ოჯახიდან არის. პრობლემური ბავშვი ოჰაიოს მიტოვებულ ინდუსტრიულ ქალაქში გაიზარდა. მას ბებია ზრდიდა, რადგან მამა საერთოდ არ ჰყავდა, დედა კი ნარკოტიკებს მოიხმარდა.
რთული ცხოვრების მიუხედავად, ვენსი მაღალანაზღაურებადი იურისტი გახდა, შემდეგ სენატორი, ბოლოს კი ტრამპის თანამოაზრე.