ამერიკული მედიაჰოლდინგი Vice Media გაკოტრდა. მედიას გაკოტრების გამოცხადება რთული ფინანსური მდგომარეობის გამო მოუწია.

წლების განმავლობაში Vice Media ზარალზე მუშაობდა, თუმცა 2023 წელს ვალმა მილიარდ დოლარს მიაღწია, რის ფონზეც მედიაჰოლდინგს გაკოტრების გამოცხადება მოუწია.

მედიაჰოლდინგი დამოუკიდებლად ოპერირებას წყვეტს და მის აქტივებს კრედიტორები გადაიბარებენ, მათ შორის Fortress Investment Fund, Soros Fund და Monroe Capital.

Vice Media 1994 წელს მონრეალში დაფუძნდა. მის შემადგენლობაშია Vice TV, Vice News, Vice.com-სა და Vice Studios.