ამერიკელმა ექსპერტებმა გამოავლინეს ბრენდები, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე საიმედო მანქანები გამოუშვეს. ელექტრო მანქანების მწარმოებლებს შორის ხარისხის თვალსაზრისით მრავალი პრობლემა გამოვლინდა.  ამის შესახებ ინფორმაცია Consumer Reports-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

ამერიკულ ავტომობილების ბრენდებმა საიმედოობის რეიტინგში 100-დან 39 ქულა მიიღეს, აზიური ბრენდები კი 63 ქულით ლიდერობენ.

მანქანების საიმედოობაში ბოლო ადგილი დაიკავა ამერიკულმა ბრენდმა Chrysler-მა. მან 100 ქულიდან მხოლოდ 18 დააგროვა.

ამერიკულ მანქანებს შორის ყველაზე საიმედო აღმოჩნდა Buick. ბრენდმა საშუალო სანდოობის ქულა - 100 ქულიდან 55 მიიღო.

Tesla მხოლოდ ოდნავ ჩამორჩებოდა Buick-ს. ელექტრომობილების მწარმოებელმა 100-დან 48 ქულა დააგროვა.

Lexus გახდა ლიდერი ავტომობილების საიმედოობის მხრივ 2023 წელს. იაპონურმა ბრენდმა 100 ქულიდან 79 სანდოობის ქულა მიიღო.

2023 წლის ტოპ 30 ბრენდი საიმედოობის მიხედვით:

  • Lexus — 79 ქულა
  • Toyota — 76 ქულა
  • Mini — 71 ქულა
  • Acura — 70 ქულა
  • Honda — 70 ქულა
  • Subaru — 69 ქულა
  • Mazda — 67 ქულა
  • Porsche — 66 ქულა
  • BMW — 64 ქულა
  • Kia — 61 ქულა
  • Hyundai — 56 ქულა
  • Buick — 55 ქულა
  • Infiniti — 53 ქულა
  • Tesla — 48 ქულა
  • RAM — 46 ქულა
  • Cadillac — 45 ქულა
  • Nissan — 45 ქულა
  • Genesis — 44 ქულა
  • Audi — 43 ქულა
  • Chevrolet — 43 ქულა
  • Dodge — 42 ქულა
  • Ford — 40 ქულა
  • Lincoln — 38 ქულა
  • GMC — 36 ქულა
  • Volvo — 28 ქულა
  • Jeep — 26 ქულა
  • Volkswagen — 26 ქულა
  • Rivian — 24 ქულა
  • Mercedes-Benz — 23 ქულა
  • Chrysler — 18 ქულა