Amazon.com Inc–ის შვიდი სადისტრიბუციო ცენტრის თანამშრომლებმა დადგენილ დროზე ადრე დატოვეს სამსახური 19 დეკემბერს და დაიწყეს გაფიცვა, რასაც პროფკავშირი Amazon Teamsters–ი უწოდებს ყველაზე დიდ გაფიცვას კომპანიის ისტორიაში, იტყობინება Associated Press. CNN-ის ცნობით, გაფიცულები არიან მძღოლებიც.

საპროტესტო აქციები, რომლის შესახებაც პროფკავშირმა ადრე გააფრთხილა, მონაწილეობენ ცენტრების თანამშრომლები ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ატლანტა და სან-ფრანცისკო.

Amazon Teamsters ითხოვს უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას ამაზონის თანამშრომლებისთვის და მოუწოდებს კომპანიას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ.

interfax