Amazon-ის დამფუძნებელი და Blue Origin-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯეფ ბეზოსი მიიჩნევს, რომ მძიმე ინდუსტრიის დედამიწიდან გადატანა ერთადერთი სცენარია, რომლის დროსაც ეკონომიკური ზრდა გარემოს დაცვასთან ერთად შეიძლება თანაარსებობდეს, – ამის შესახებ ბეზოსმა პარიზში, VivaTech-ის კონფერენციაზე განაცხადა.

კოსმოსური ინფრასტრუქტურის განვითარება შესაძლებელს გახდის მთელი დედამიწის უწყვეტ საპარკო ზონად გარდაქმნას, რომელიც დღევანდელზე სამჯერ მეტი ადამიანის განთავსებას შეძლებს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მთვარე ამ გეგმაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

„ეს ერთგვარი საჩუქარია. ის დედამიწასთან ძალიან ახლოსაა. იქ სამნახევარ დღეში შეგიძლიათ მიხვიდეთ და სამნახევარ დღეში დაბრუნდეთ. იქ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისვლა; არ მოგიწევთ პლანეტების იდეალურად განლაგების ლოდინი“, - თქვა ბეზოსმა.

ვრცლად liga.net – ზე