ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა.
6%-იანი მკვეთრი ზრდის შედეგად, ბრენტის მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა დღეს 100.14 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო დასავლეთ ტეხასურმა ნავთობმა 90.98$ ბარელზე.
ეს მაისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ნავთობის ფასი 100 დოლარს აღემატება.